"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს 07:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ბურიანი, ბიწმენდი, წინამძღვრიანთკარი, მცხეთა/საგურამო, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ახალსოფელი, არაშენდა, ჯიღაურა, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.