"ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

ლაგოდეხში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალში ადასტურებენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 59 წლის კაცი, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას ცდილობდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.