"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, 13 იანვარს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ქვემო და ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო, სიონი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.