,,ენერგომომარაგების შეზღუდვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა" - ენერგო-პრო

თელავის, ახმეტის და გურჯაანის რაიონებში ქსელში ავარია არ მომხდარა, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, დღის განმავლობაში თელავის და ახმეტის რაიონებს სამჯერ, გურჯაანის რაიონის ნაწილს კი ორჯერ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ავარია არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ენერგომომარაგების შეზღუდვა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.

დილით, შუადღეს და საღამოს 20-50 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თელავის და ახმეტის რაიონებს სრულად, ასევე, გურჯაანის რაიონის ნაწილს. ამ დროისთვის ენერგომომარაგება აღდგენილია, აბონენტებს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია", - აცხადებენ კომპანიაში.