"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივლისს, 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბონენტებს შეეზღუდება. ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.