ენგურჰესის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიას ინფორმაციით, 4-დან 2 პაციენტი ცოლ-ქმარია, 2 კი თანამშრომელი.

მისივე ცნობით, ენგურჰესის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ხოლო ენგურჰესის ათობით თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება.