ენგურში მეოთხე ადამიანის ცხედარიც იპოვეს

სოფელ ორსანტიაში, მდინარე ენგურში დაკარგული მეოთხე კაცის ცხედარი იპოვეს. მანამდე მდინარე ენგურმა სამი ცხედარი სოფელ შამგონასთან გამორიყა.

გარდაცვლილები ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ წარჩეს მკვიდრები იყვნენ. ისინი მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მდინარე ადიდდა და დინებამ გაიტაცა.