ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 765 შემთხვევაა დადასტურებული. 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 640 პაციენტი და გარდაცვლილია 15.