ეპისკოპოსმა საბამ კოვიდვაქცინა გაიკეთა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთმა სასულიერო პირმა გაიკეთა. 

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი "მოდერნას" ვაქცინით აიცრა.

სასულიერო პირი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მან ვაქცინის პირველი დოზა დღეს გაიკეთა.