ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაცით, კორონავირუსი 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს დაუდასტურდა. მას ინფექცია, სავარაუდოდ, ოჯახის წევრისგან გადაედო.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია მისი კონტაქტები.