,,ერთი პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ" - სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი სამართალდამცველებს ემუქრება.

ასლან ვაშაყმაძე პოლიციელებს აგრესიული და უცენზურო სიტყვებით მიმართავს და ხალხს სამართალდამცველის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. ჩვენ უნდა დავითრიოთ ერთი პოლიციელი, უნდა მოვ…თ დედა, დავჩეხოთ, თავები უნდა ვუჩეჩქვოთ და დანარჩენებისთვის მაგალითი იქნება, რომ ხალხზე ხელი ვეღარ აიღონ", – ამბობს ასლან ვაშაყმაძე.