"ეს არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება" - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მაჩვენებელი საქართველოში კრიტიკულად მზარდია, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია,- ასეთია სპეციალისტების შეფასება.

"გუშინ 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო ვაქცინირებული, რა თქმა უნდა, განსხვავება არის იმ პერიოდთან განსხვავებით, სანამ ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა, ეს ციფრი საკმარისი იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს პანდემია. სამწუხაროდ, 9 და 10 ათასი არ არის ის რიცხვი, რომელიც ქვეყანას სჭირდება,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთბმულზე.