ეს არის ინდური ვარიანტის ადრეული ნიშნები - ბიძინა კულუმბეგოვი სიმპტომებს ასახელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში BBC NEWS-ის მიერ კორონავირუსის ინდური შტამის შესახებ მომზადებულ მასალას აზიარებს და აღნიშნული შტამისთვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებს გამოყოფს. 

"თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ნაკლებად ყნოსვის დაკარგვა - დელტა (ინდური) ვარიანტის უფრო გამოკვეთილი ადრეული ნიშნებია.

აიცერი და შეიტანე შენი წვლილი პანდემიის დასრულებაში" - წერს კულუმბეგოვი.ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 18 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა