ეს არის სინათლე გვირაბის ბოლოს - სალომე ზურაბიშვილი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილის შემოტანას ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" ეხმაურება. 

პრეზიდენტი მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, ვისი დახმარებითაც საქართველომ ვაქცინის მიღება შეძლო.

"ეს არის "სინათლე გვირაბის ბოლოს"! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა.

წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი მაგრამ მსოფლიო ერთიანობით უფრო ძლიერია და ამ კრიზისს სოლიდარობით გადალახავს",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.