,,ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა!" - გიორგი ფხაკაძე

გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, მესამე დღეა, რაც სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო და უკვე პირველი განაცხადიც მიიღო. 

,,მეგობრებო, 3 დღეა, რაც სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დავიწყეთ და პირველი შედეგი უკვე გვაქვს:

შპს “ულტრამედმა” შემოიტანა განაცხადი, რომ მიიღოს “საქართველოს აკრედიტაციის” აკრედიტაცია;

გარდა ამისა, დეტალების დასაზუსტებლად რამოდენიმე დაწესებულებამ უკვე მომმართა;

ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა!!

მადლობა შპს „ულტრამედს“ პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.