წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება. სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ორი დღის წინ მიიღო.

არსებული ინფორმაციით, სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.

ამ ეტაპზე უცნობია რა საკითხებს განიხილავენ სასულიერო პირები.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.