"ეს იყო ძირითადი მიზეზი" - გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდა

პარტია  "საქართველოსთვის" თავჯდომარე გიორგი გახარია დღეს პატრიარქს შეხვდა. 

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან პატრიარქს აღსაყდრებიდან 44 წელი დღეს მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს საქართველოში არ იქნება.

"მოგეხსენებათ, რომ 25 დეკემბერს არის პატრიარქის აღსაყდრების 44 წელი და უნდა მიმელოცა. 

სამწუხაროდ, ადრე მომიწია, იმიტომ რომ 25 დეკემბერს საქართველოში არ ვიქნები და ეს იყო ძირითადი მიზეზი, ასე ადრე რატომაც მომიწია მილოცვა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.