"ეს მაჩვენებელი 4-ზე უნდა გავამრავლოთ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში, ამ დროისთვის, ომიკრონის 253 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა რეალური მაჩვენებლის მისაღებად აღნიშნული რიცხვი ოთხზე უნდა გამრავლდეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

"ამ დროისთვის 253 ლაბორატორიულად დადასტურებული "ომიკრონის" შემთხვევაა საქართველოში, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ, დაახლოებით, 4-ზე.

37% გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან დაბალია. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე