,,ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში" - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კორონავირუსი გადაიტანა. 

როგორც რატიანმა თქვა, COVID-19 უსიმპტომოდ ჰქონდა და მის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.

„ჩემი შემთხვევა განსხვავებული იყო. მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-ტესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ. ვერ გეტყვით როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში“, - განაცხადა რატიანმა ,,ღამის კურიერში".