ეს ცეცხლთან თამაშია - ამირან გამყრელიძე

"მესმის რომ ზაფხულია, ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია. სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ.

„ეს ცეცხლთან თამაშია. ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია რა დაგვიმარცხებია. დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.