ეს ვიდეო ყველა ტელეარხზე ყოველ 15 წუთში უნდა გადიოდეს - ფხაკაძე - VIDEO

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილ ვიდეორგოლს აზიარებს და წერს, რომ აღნიშნული რგოლი ყველა არხის ეთერში უნდა გადიოდეს.

"ყველა ტელეარხზე ყოველ 15 წუთში ეს ინფორმაცია უნდა გადიოდეს..

მედიასაშუალებების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა სად არის.

დავიღალეთ უაზრო გადაცემებით და მავნე პროდუქტების რეკლამებით.

სად არის სოციალური პასუხისმგებლობა - წერს ფხაკაძე.