გარდაბანში 2 მეთევზეს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ორ მამაკაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მეთევზეები ჯანდარის ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული საჭიროების შემთხვევაში სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.