ევაკუაცია ქუთაისში - სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

თვითმხილველების ვერსიით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრე - მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.