ევროკავშირის ელჩი საპატრიარქოში მივიდა

საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს ხვდებიან. არსებული ინფორმაციით შეხვედრაზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინსიტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. 

შეხვედრაზე ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე მსჯელობენ.

დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომას პატრიარქი და მეუფე სპირიდონი არ ესწრებიან.