ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრაწევრიანი დელეგაციაც დააკვირდება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიას ჰოლანდიელი პოლიტიკოსი, ტაინი კოქსი უხელმძღვანელებს. 

დელეგაცია საქართველოში დღეს, 29 ოქტომბრს ჩამოვა და პირველ ნოემბრამდე დარჩება.  ისინი  პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.