facebook-მა "ალტ-ინფოს" გვერდი ისევ წაშალა

სოციალურ ქსელ facebook-ში  ულტრამემარჯვენე პლატფორმა "ალტ-ინფოს" გვერდი აღარ იძებნება. 

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სექსისტური პლატფორმის გვერდი სოციალურმა ქსელმა პირველად 11 ივლისს გააუქმა. 

დღეს დილით "ალტ-ინფოს"  დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიასა და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარის გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ისინი საგამოძიებო უწყების განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.