Facebook-ზე ბაჩალიაშვილის ახალი გვერდი გაჩნდა - PHOTO

სოციალურ ქსელ Facebook-ზე თამარ ბაჩალიაშვილის ახალი გვერდი გაჩნდა. ის სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის განმავლობაში კვლავ იძებნებოდა, თუმცა ახალ პროფილს სულ 16 გამომწერი და 5 მეგობარი ჰყავდა.  

პროფილის მისამართის ველში (URL) ეწერა არა თამარ ბაჩალიაშვილი, არამედ გიგა სიფრაშვილი - (https://www.facebook.com/giga.sifrashvili.545)

ამ დროის მონაცემებით, ახალი Facebook პროფილიც მიუწვდომელია, ან წაშლილია.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ზე აღარ იძებნება.