"ფაიზერის" ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა

საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული "ფაიზერის" ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. 

აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩუქების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს განაცხადა.