"ფაიზერით" ვაქცინაცია ცოცხალი რიგის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი

"ფაიზერით" ვაქცინაცია ცოცხალი რიგის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი., ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგისტრაცია პორტალზე რამდენიმე დღეში დაიწყება, ასევე მოსახლეობას ექნება საშუალება დარეგისტრირდნენ ცხელი ხაზის 15 22 საშუალებით. 

ვაქცინაციის პროცესი "ფაიზერის" ვაქცინით მომდევნო კვირაში დაიწყება. 

„მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ქვეყანა დამატებით დოზებს ელოდება.