ფარავნის ტბის ნაპირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფარავნის ტბის ნაპირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 50 წლის მეთევზე ტბაზე მარტო იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.