ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარისა და ნამქერების) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის  ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე 21:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.