ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე ხვალ 09:00 საათიდან 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 

საავტომობილო გზის 27-ე ორბეთის მონაკვეთზე საავტომობილო ფედერაცია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის ეტაპს ატარებს, რა დროსაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 

აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.