ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს სასმელი წყალი კვირაზე მეტია არ მიეწოდება.

დაბა ოჩხამურის, ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის 2 000-მდე ოჯახი სასმელი წყლის მარაგს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. წყალმომარაგების შეწყვეტის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლის პროცესიც ჩაიშალა. ადგილობრივების ინფორმაციით წლების წინ წყალი სოფლებში საკუთარი სახსრებით გამოიყვანეს თუმცა ის სასმელად უვარგისია.