ფილარმონიის მიმდებარედ, კოსტავას ქუჩა გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამონტაჟო სამუშაოების გამო, თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 00:00 საათიდან 21 ნოემბრის 07:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩის, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.