ფილარმონიასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს

„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

„ქართული მარშის“ წევრები შეკრებილები არიან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათში ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.