ფინანსთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან აგრძელებს.

COVID-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე, სახლში მკურნალობს.