ფონიჭალაში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილის ენერჯი“ ავრცელებს.

"ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გაზის გაჟონვის შესახებ მობინადრეებმა დროულად დარეკეს 114-ზე, „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე და შეგვატყობინეს ინციდენტის შესახებ.

სპეციალური ტექნიკით სადარბაზოში გაზის სუნი დაფიქსირდა და გაირკვა, რომ ბუნებრივი გაზი ბინაში რეზინის დაზიანებული მილიდან ჟონავდა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.