ფონიჭალაში კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი გადმოვარდა, 59 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.