ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმია

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმია. ხვალ და ზეგ შტორმის სიმაღლე იკლებს და სამ-ოთხ ბალამდე მიაღწევს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალინდელი დღის ჩათვლით 7-9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს 8-10 გრადუსს ვარაუდობენ.