,,ფოტოები დღევანდელია" - სიტუაცია თბილისის მეტროში - PHOTO

თბილისის მეტროში, დღეს გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

,,ფოტოები დღევანდელია მოქმედება 20:00 - 21:00 საათზე ხდება. მთავარია 28 - ში ჩაგვკეტავენ. დახურული სივრცეა, მიწის ქვეშ...

პ.ს. ეს ერთი ვაგონია და ალბათ ადვილად წარმოსადგენია ზოგადი სიტუაცია მუნიციპალურ ტრანსპორტში", - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.