ფოთში ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერები წაიღეს

ფოთში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს.

ფოთის მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მალთაყვას უბანში, შენობიდან წაღებულია ორი კომპიუტერი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.