ფოთში დაკარგულ ბიჭს 20 დღეა ეძებენ

24 წლის გოგა თავბერიძეს, რომელიც ფოთში ოცი დღის წინ გაუჩინარდა, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ბოლოს ქალაქის გასასვლელთან 3 იანვარს ნახეს და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.