ფოთში პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა

ფოთის მერიასთან გამართულ აქციაზე, სადაც დემონსტრანტები ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ, პოლიციამ სამი მონაწილე დააკავა. 

შეკრებილები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ მერიიდან არავინ  გამოეხმაურებია. მოგვიანებით დემონსტრაციამ მერის სახლთან გადაინაცვლა, სადაც დაპირისპირება მოხდა. ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.