ფოთში უხვმა ნალექმა ქუჩები დატბორა

ფოთში უხვმა ნალექმა ცენტრალური ქუჩები და ეზოები დატბორა. გავრცელებული ინფორმაციით წყალმა სახლების პირველ სართულზე შეაღწია და საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.

როგორც ფოთის მერიაში report.ge-ს განუცხადეს, უხვმა ნალექმა 5-მდე ქუჩას შეუქმნა პრობლემა, ნალექი სამჯერ აღემატებოდა ნორმას. ამ დროისთვის გაწმენდილია სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.