ფოთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

საძიებო სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ფოთში, ზღვაში, ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მიერ იდენტიფიცირებულია. 

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა მალთაყვაში 9 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა წელამდე წყალში იყო, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.