ფრთხილად იყავით! - ელისო კილაძე საზოგადოებას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

ჟურნალისტი ელისო კილაძე საზოგადოებას ინტერნეტ-ღაღლითობის შესახებ აფრთხილებს. 

"ვინც მიცნობს, იცის რომ ძალიან მიყვარს, როცა ადამიანებს ვეხმარები და ზედმეტი აფიშირების გარეშე უამრავ ადამიანს დავხმარებივარ! აქაც ხშირად მწერენ და ბევრისთვის გამიმართავს ხელი.

როგორც გაირკვა-ინტერნეტ სივრცეში თაღლითების ჯგუფი, უმეტესად ლუდომანები, ბავშვების შიმშილის და წამლების თანხის მომიზეზებით, აგროვებენ ფულს !

ფრთხილად იყავით და მოითხოვეთ იდენტიფიკაცია!" - წერს კილაძე სოციალურ ქსელში.