ფშაველი-აბანო -ომალოს გზაზე ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

ფშაველი-აბანო -ომალოს გზაზე ტურისტი დაიღუპა. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა. ის ადგილზე დაიღუპა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.