გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

საქართველოში ზუსტად 21:00 საათია და ამ დროიდან, ქვეყნის მასშტაბით, ერთი დღით, ,,კომენდანტის საათი" უქმდება. 

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 6 იანვრის 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნილია. 

ქვეყანაში ,,კომენდანტის საათი" 7 იანვრის 21:00 საათიდან კვლავ ამოქმედდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.

გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.