გაფრინდაულის ქუჩაზე გზის საფარი იცვლება

დიდუბის რაიონში, გაფრინდაულის ქუჩაზე გზის საფარი იცვლება. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობზე დაიგება. უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები.

სანიაღვრე ქსელის არარსებობა უხვი ნალექის დროს, ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ დაწესებულებებს პრობლემას უქმნიდა.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

საგზაო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლუკრი“ დაახლოებით, 140 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს.