გახარია: ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!!

საქართველოს პრემიერ-მინისრტი, გიორგი გახარია, საკუთარ Facebook გვერდზე თბილისის ლოკომოტივის მიერ, მოსკოვის დინამოს დამარცხებას ეხმაურება. 

"ბრავო თბილისის ლოკომოტივს!!!" - წერს გახარია Facebook-ზე.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, თბილისის ლოკომოტივმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოსკოვის დინამო, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.